საპროტესტო აქციებზე მიზანში ამოღებული მედია










ეს ხდება მაშინ, როცა კამერა ჩართულია, მიკროფონი – მზად და კითხვები – მწვავე
2025 წლის 3 მაისს – მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს – მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოწმობს მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელ მასშტაბს საქართველოში.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა.
ამავე ანგარიშში განსაკუთრებულად აღსანიშნავია 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდი, როცა ფიზიკური ძალადობის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. მხოლოდ ამ ხუთთვიან მონაკვეთში ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის 112 ფაქტი დაფიქსირდა.
342
ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შემთხვევბი
112
ფიზიკური ძალადობის ფაქტები ხუთ თვეში

ჟურნალისტები წინა ხაზზე
საპროტესტო გამოსვლები მოქალაქეებისთვის საკუთარი აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა, შესაბამისად, ისინი ყოველთვის ხვდებიან ჟურნალისტების ობიექტივში. მედიის წარმომადგენლები მუდმივად დგანან წინა ხაზზე – მათი მეშვეობით იღებს ფართო საზოგადოება ინფორმაციას, ხედავს პროტესტის მიზეზებსა და მიმდინარეობას. სწორედ ამ ფუნქციის გამო, ჟურნალისტები ხშირად ხდებიან ძალაუფლების მქონე სტრუქტურების სამიზნე.
საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა არასოდეს ყოფილა სტაბილური. განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები მუდმივად იწვევდნენ სისტემის უკმაყოფილებას, თუმცა ბოლო წლებში ეს უკმაყოფილება ღია ზეწოლაში, პირდაპირ ძალადობასა და სახელმწიფო აპარატის მხრიდან მწყობრი შეტევის ფორმებში გადაიზარდა. როგორც მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის (CMIS) ანგარიში ცხადყოფს, ახლა უკვე ჟურნალისტები პირადად ხდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის, თვალთვალისა და საჯარო დისკრედიტაციის ობიექტები.
კრიტიკულ მედიაზე სისტემური ზეწოლა ხელისუფლებისთვის არის ბერკეტი, რომლითაც ცდილობს შეამციროს და გააქროს კრიტიკული კითხვები და მათი დასმის საშუალება, რითაც ახერხებენ აცხოვრონ ადამიანები განსხვავებულ რეალობაში და დაამახინჯონ ინფორმაციული ველი.

2023 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, გამოიწვია მასშტაბური პრო-ევროპული საპროტესტო აქციები.
სახელმწიფო პასუხობდა არაპროპორციული ძალით.
შედეგად, ძალადობა ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მედიის წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ ტენდენციას."

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა


2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის მოვლენების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილი იყო პრესის ბეიჯების, მიკროფონებისა და კამერების მეშვეობით, ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 28 ნოემბერს სხვადასხვა წყაროების მიხედვით 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა.
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ძალადობა გამოვლინდა შემდეგი ფორმებით:


გადაღების პროცესში ხელის შეშლა
დამიზნებით წიწაკის სპრეის შესხმა



წყლის ჭავლის დამიზნება
ფიზიკური ძალადობა სპეცრაზმისა
და პოლიციის მხრიდან
მრავალი მათგანი დაზიანდა გაზის კაფსულით
მედიის წარმომადგენლების
უკანონოდ დაკავება
აპარატურა: კამერები, მიკროფონები — დაზიანდა ან განზრახ განადგურდა





"ტიტუშკები"




ამბები რიცხვებს მიღმა
სტატისტიკა მხოლოდ რიცხვები არ არის, მის უკან რეალური ადამიანების ისტორიები დგას. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მიზანმიმართული და უხეში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას.ერთ-ერთი მათგანი, ვინც სახელმწიფო ძალადობის სამიზნე აღმოჩნდა აქციებზე, პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი იყო, რომელიც პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა.

"ჟურნალისტები, ხშირად, ომში და საომარ სიტუაციებშიც კი უფრო მეტად დაცულად გრძნობენ თავს და მათ არ ესხმიან თავს, ამ შემთხვევაში კი ჩვენ თავს გვესხმიან, გვირტყავენ, გვაკავებენ..."
ალექსანდრე ქეშელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

მედიის წარმომადგენლების ისტორიები
გურამ როგავა

ინციდენტი:
გურამ როგავა პირდაპირ ეთერში მუშაობდა, როცა სპეცრაზმელმა თავში დაარტყა და ძირს დააგდო.

ნანუკა ქაჯაია
ინციდენტი:ნანუკა ქაჯაია და ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი 28 ნოემბერს პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ, როცა სპეცრაზმმა მათ და რესპონდენტს წყლის ჭავლი დაუშინა.

დავით ცაგარელი
ინციდენტი:დავით ცაგარელს სპეცრაზმელმა ჯერ მუშტი ჩაარტყა მუცელში, შემდეგ კი მიწაზე დაგდებული წიხლებით სცემა.

მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული
ინციდენტი:მათ თავს დაესხნენ უცნობი პირები მაშინ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ, როგორ ესხმოდნენ მოქალაქეებს თავს იგივე თავდამსხმელები.

ანა მდივანი
ინციდენტი:პოლიციამ მას და ოპერატორ ნიკო კოკაიას სახეში წიწაკის სპრეი დამიზნებით შეასხა.
მზია ამაღლობელის საქმე

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, 2025 წლის იანვარში, პრო-ევროპული აქციების დროს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპარლამენტი, მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, სასამართლომ ჟურნალისტს 2025 წლის აგვისტოში 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს განაჩენი მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.


სამართლებრივი რეაგირება: რა ხდება ნოემბერ-დეკემბრის დაზარალებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით?

_edited.png)
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, სამართლებრივი რეაგირება ამ ინციდენტებზე ძალზე მწირია.
“მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. მათგან გამოძიება 1 საქმეზე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 5 საქმეში წარიმართა. საგულისხმოა, რომ დევნა არ დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.”.
სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშში მედიის შესახებ ვკითხულობთ:
"მოთხოვნილ პერიოდში სსკ-ის 154-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ და
დაზარალებულად ცნობილია 61 პირი."

საქართველოს პროკურატურის ოფიციალური პასუხი

ვინ იცავს ჟურნალისტებს?
აქციების დარბევის დროს ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებასა და უფლებების დაცვის სერვისებს სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიაომბუდსმენ და სხვადასხვა ორგანიზაციებს: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი (და სხვა.) რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტებს იურიდიულ დახმარებას უწევენ. ამას გარდა, ისინი აწარმოებენ მონიტორინგს, აქვეყნებენ ანგარიშებს და აქტიურად ადვოკატირებენ მედიის თავისუფლების საკითხებს.“
ჟურნალისტების
სამართლებრივი
დახმარება
ჟურნალისტებზე ხელშუხებლობა საერთაშორისო სამართლის ჭრილში.
ჟურნალისტები საერთაშორისო სამართლის მიხედვით განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტებისა და საპროტესტო აქციების დროს.
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია (ECHR), რომლის წევრიც საქართველოც არის, უზრუნველყოფს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
მუხლი 10 გარანტიას იძლევა, რომ ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს აზრი, მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია; მუხლი 11 კი იცავს შეკრების თავისუფლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტებისა და სამოქალაქო მოძრაობების დროს.
ასევე, იუნესკო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს უზრუნველყონ მათი დაცვა.
იუნესკოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ მათთვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.
ჟურნალისტები, რომლებიც ატარებენ შესაბამის ნიშნებს, უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი და უსაფრთხოდ შეძლონ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება, განსაკუთრებით საპროტესტო და კრიზისულ სიტუაციებში.
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია

მუხლი 10: გამოხატვის თავისუფლება
მუხლი 11: შეკრების თავისუფლება

იუნესკო

„ჟურნალისტების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ და „ჟურნალისტები, რომლებიც ატარებენ შესაბამის ნიშნებს, უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი“


პროსახელისუფლებო გზავნილები ორმხრივი დაგმობის რიტორიკით

მაშტაბური ძალადობის შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა — ერთი შეხედვით — დაგმეს ჟურნალისტებზე თავდასხმები, თუმცა მათი განცხადებები ხშირად სცდებოდა ნეიტრალურ ან პრინციპულ რეაქციას. ხელისუფლება ცდილობდა გაეთანაბრებინა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა სხვა დაპირისპირებებსა და ინციდენტებთან. შედეგად, ძალადობის ძირითადი წყარო — სახელმწიფო ძალოვნების ქმედება — გადაფარული აღმოჩნდა.
2024 წლის 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე მიუღებელია, თუმცა
მისი თქმით, არ გაშუქდა ინციდენტები, რომლებიც შეეხოთ „იმედის“, POSTV-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.
როდესაც მას TV პირველის ჟურნალისტმა ფორმულას ჟურნალისტის გურამ როგავას დაზიანების შესახებ ჰკითხა, კობახიძემ უპასუხა შეურაცხმყოფელი რიტორიკით და მას გაგდებით დაემუქრა
„პარტაქტივისტია, არც ჟურნალისტია და არც მოქალაქე, TV პირველის წარმომადგენელი ნაცი.“
ასევე, სატელეფონო ჩართვისას ტელეკომპანია „იმედთან“, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებზე თავდასხმას „ამაზრზენი“ უწოდა, თუმცა მისი შემდგომი განცხადებები პასუხისმგებლობის გაზიარების მცდელობას შეიცავდა:
„ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური, არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდი და ვგმობ კი არა, არის ამაზრზენი. ვინც არ უნდა იყოს. მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ არაფერშუაშია ამ ფაქტების შეფასებისას. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიასთან ახლოს, არა თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი. სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას... იქ თუ ცოტა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოყვება ალბათ".
ამ განცხადებით, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ერთი მხრივ, გმობს ძალადობას, თუმცა მეორე მხრივ, თავდასხმის მიზეზად მედიის მიმართ არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას ასახელებს. ასეთი ფორმულირება პასუხისმგებლობას აბუნდოვნებს და ძალადობის გამართლების მცდელობად აღიქმება.

ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე მიუღებელია.
„პარტაქტივისტია, არც ჟურნალისტია და არც მოქალაქე, TV პირველის წარმომადგენელი ნაცი".
„ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური"
იქ თუ ცოტა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოყვება ალბათ".

როგორ ხდება
ძალადობის
წახალისება?
ღირებულებების დაპირისპირება
უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 ქართველი ჟურნალისტი დააჯილდოვა „სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის“ , ხოლო ამის შემდგომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ვახტანგ გომელაური, შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები და დაჯგუფება „ხარება“-ს წევრები — ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ პირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობისა და დევნის ორგანიზებასთან, არამედ ზოგი მათგანი ამის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშაც მოექცა.


"მსგავსი ეგზისტენციალური საფრთხე ყველასათვის ასეთი არ ყოფილა"

საერთაშორისო გამოხმაურებები და საქართველოს მედიის თავისუფლება საერთაშორისო რადარებზე
საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების კრიტიკის ობიექტი. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს, როდესაც ჟურნალისტები ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის სამიზნეები გახდნენ, საერთაშორისო დონეზეც მოჰყვა მწვავე რეაგირება.


2024 წლის 1 დეკემბერი
„მტკიცედ ვგმობთ ძალადობას, რომელიც განხორციელდა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.“

2024 წლის 13 დეკემბერი
„ბოლო დღეების განმავლობაში გამოვცადეთ ბრუტალური ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ეს ძალადობა აშკარად მიზნად ისახავდა დაშინებას.“
2025 წლის მარტი
„2024 წელს ჟურნალისტების მიმართ დაფიქსირდა თითქმის 200 ფიზიკური ან სიტყვიერი თავდასხმა. მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო საპროტესტო აქციების გაშუქებასთან. ქართული მმართველი პარტიის წევრები ხშირად მიმართავენ დისკრედიტაციის კამპანიებს მედიის წინააღმდეგ.“
მედიის თავისუფლების დინამიკა საქართველოში
საქართველოს მედიის თავისუფლება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნი შვნელოვნად იცვლებოდა — ზოგჯერ პროგრესისკენ, ზოგჯერ კი უკუსვლის მიმართულებით. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურად აფასებს 180 ქვეყანაში პრესის თავისუფლების დონეს და ადგენს შესაბამის ინდექსს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იცვლებოდა საქართველოს პოზიცია ამ რეიტინგში 2008 წლიდან 2024 წლამდე.


განსაკუთრებით საყურადღებოა 2024-2025 წლის მონაცემები. 2024 წელს მედის თავისუფლების ინდექსით საქართველომ 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 2025 წელს კიდევ 11 პოზიციით დაიხია უკან და 114-ე ადგილზეა.
შედარებისთვის
.jpg)
.jpg)
.jpg)
167-ე
.jpg)
34-ე
114-ე
159-ე


მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგით, 2025 წელს სომხეთმა რეგიონში საუკეთესო შედეგი (34‑ე ა დგილი) აჩვენა, მაშინ როცა საქართველოს პოზიცია მკვეთრად დაქვეითდა და 114‑ე ადგილზე აღმოჩნდა. თურქეთი (159‑ე) და აზერბაიჯანი (167‑ე) კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც დამოუკიდებლური მედიის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ ფაზაში შევიდა. 2024-2025 წლების მოვლენებმა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ, ხელისუფლების აგრესიულმა რიტორიკამ და სამთავრობო არხების პროპაგანდისტულმა კამპანიებმა — ცხადყო, რომ მედიის თავისუფლებას არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ პოლიტიკურ დონეზეც ებრძვიან.
დღეს, როცა მედიის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას, სწორედ მათი ხელშეუხებლობა და თავისუფლებაა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
